ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერთან სანქციების მეექვსე პაკეტის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში თავდაცვითი მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, განხილვის საგანი ასევე იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დაჩქარების აუცილებლობა.

„ერთმანეთს მარიო დრაგის ინიციატივით ვესაუბრეთ. განვიხილეთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე, სანქციების მეექვსე პაკეტის დაჩქარების აუცილებლობასა და უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნის საკითხზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ იტალიის მთავრობის მეთაურს უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა