ენერგოდარში თვითგამოცხადებული მერი და მისი დაცვის წევრი აფეთქების შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს

დილით, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, უცნობმა პირმა სადარბაზოს შესასვლელი კარი ააფეთქა, სადაც ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი შევჩიკი ცხოვრობდა. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

მისი ინფორმაციით, აფეთქება კურჩატოვის ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს ზუსტი დადასტურება იმისა, რომ თვითგამოცხადებული მერი და მისი პირადი დაცვის თანამშრომელი დაშავდნენ, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორლოვის თქმით, აფეთქების შედეგად, სახლის მცხოვრებლები არ დაშავებულან. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები შევჩიკს ჩაუსაფრდნენ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი