ჯო ბაიდენი იაპონიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის პირისპირ შეხვდება. ვიზიტი ამ კვირაში გაიმართება.

ამერიკული მედიის ცნობით, ოფიციალური ვაშინგტონი მუშაობს, რათა ინდოეთი დაარწმუნოს, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს შეუერთდეს.

ამერიკისა და ინდოეთს ლიდერები „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ (Quad) სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, სადაც ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება, სავარაუდოდ, მთავარი საკითხი იქნება.

როგორც CNN წერს, Quad-ი არის არაფორმალური ალიანსი აშშ-ს, ინდოეთს, იაპონიასა და ავსტრალიას შორის.

„როდესაც ბაიდენი და მოდი ცალ-ცალკე შეხვდებიან, მათი მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პირდაპირი იქნება“ , - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ კორეას სტუმრობდა, საიდანც ის იაპონიაში გაემგზავრა. შეგახსენებთ, ინდოეთი რუსული იარაღის მთავარი შემსყიდველია და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ის მოსკოვისგან დისტანცირებას ფრთხილობს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი