ლიეტუვამ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი დღეიდან შეწყვიტა

ლიეტუვა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს დღეიდან აღარ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის შესყიდვები, უკრაინისთვის "სოლიდარობის" გამოსახატად და "რუსული ომის მანქანის" დაფინანსების შესამცირებლად ჩერდება.

იგი იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით შეიძლება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსეთი საწვავის მიწოდებას ევროპის მრავალი ქვეყნისთვის აგრძელებს, თუმცა ფინეთს გაზის მიწოდება გუშინ შეუწყდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა