უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. "ათი ჭურვი ჩამოვარდა სოფელ მარიანსკეში და კიდევ ორი დარტყმა განხორციელდა აპოსტოლოვეს თემზე", - წერს ლუკაშუკი.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა. მან განაცხადა, რომ ერთი რუსული რაკეტა პავლოგრადის რაიონში, მდინარე სამარაში ჩამოვარდა.

ლუკაშუკის თქმით, აღნიშნულს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა