ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე

რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთში, ომის გამო უკმაყოფილების გაზრდაა მოსალოდნელი.

„რუსულმა საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ მგრძნობიარეა ომების დროს განცდილი მსხვერპლის მიმართ, რადგან მსხვერპლის რაოდენობა ზრდას განაგრძობს, საზოგადოების უკმაყოფილება ომით და ამ უკმაყოფილების გაჟღერების სურვილი, შეიძლება გაიზარდოს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის, შეზღუდული საჰაერო დაფარვისა და სარდლობის მიდგომამ, რომელიც მარცხისა და შეცდომების განმეორებისკენაა მიდრეკილი.

იხილეთ ვიდეო:ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში