ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მზადაა, სამხედრო გზით ჩარევისთვის, თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება.

ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

მისი თქმით, ჩინეთი, ტაივანთან დაკავშირებით საფრთხეს „ეფლირტავება“.

„ისინი უკვე ეფლირტავებიან საფრთხეს ასე ახლოს ფრენებითა და ყველა განხორციელებული მანევრით“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტაივანის დაცვის ტვირთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ „კიდევ უფრო ძლიერია“.

ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის შეკავება არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის“, რათა ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაიგონ, რომ ასეთი ქმედება მისაღები არაა.

გამოცემა Associated Press-ი წერს, რომ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის თანახმად, აშშ აღიარებს პეკინს ჩინეთის მთავრობად და არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან. თუმცა, აშშ ინარჩუნებს არაოფიციალურ კონტაქტებს, მათ შორის დე-ფაქტო საელჩოს დედაქალაქ ტაიბეიში და კუნძულს თავდაცვისთვის სამხედრო აღჭურვილობას აწვდის.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო