სალომე სამადაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მატარებელი სადგურიდან შეიძლება ჩვენს გარეშე გავიდეს - ხელისუფლებამ ხვალვე უნდა გამოაცხადოს, რომ აღდგება „შარლ მიშელის დოკუმენტი“ და ბოლომდე მიიყვანს ყველა ნაკისრ ვალდებულებას

ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ოპოზიცია ართულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამით ქვეყანაში ქმნის ომის საფრთხეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ.

სამადაშვილის განცხადებით, დღეს თუ საქართველოში არსებობს ომის პარტია, ეს არის „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომელიც გახდა სამიზნე „ქართული ოცნების“ უსინდისო საინფორმაციო ომის, თავდასხმის და ტყუილების კორიანტელის. “ქართული ოცნება” ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ოპოზიცია ართულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამით ქვეყანაში ქმნის ომის საფრთხეს. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ის, ვინც დღეს საფრთხეს უქმნის თქვენს მომავალს, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და მათ შორის დაცულობას რუსეთის აგრესიისგან, ამ საფრთხის წყარო არის ერთადერთი და ამ საფრთხეს “ქართული ოცნება” ჰქვია. დღეს თუ საქართველოში არსებობს ომის პარტია და ეს არის “ქართული ოცნება” საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იმიტომ, რომ არ უნდა ხელიდან გაუშვას ძალაუფლება. ქმნის საფრთხეს, რომ ჩვენ დავკარგოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მართლაც დავრჩეთ დაუცველები რუსული აგრესიის წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ის ურცხვი კამპანია, რაც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”, ერთადერთ რამეს ემსახურება. მე არ მახსოვს ასეთ დაბალ ნიშნულზე დასული საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები “,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” გამოაცხადებს, რომ აღდგება “შარლ მიშელის დოკუმენტი” და ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულებას, მზად არიან ხელისუფლებასთან ერთად გამართონ შეხვედრები ევროპაში.

„სიმართლე მარტივია, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან ხელცარიელი ჩამოვიდა. ჩამოვიდა გრძელი ჩამონათვალით იმ პრობლემების, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომლებიც “ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან პასუხს, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. თუ ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს. უკანასკნელი მატარებელი ევროკავშირში გაწევრიანების შეიძლება სადგურიდან ჩვენს გარეშე გავიდეს. ხვალვე უნდა გამოცხადდეს , რომ აღდგება “შარლ მიშელის დოკუმენტი”, რომ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო და ჩვენ ამ შემთხვევაში მზად ვართ ხელისუფლებასთან ერთად გავმართოთ ყველა ის შეხვედრა ევროპაში, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი განწყობა, რომელიც შექმნილია “ქართული ოცნების” მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ დაჯგუფებას “ქართული ოცნების” სახით. მივმართავთ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ის 20-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელიც ღარიბაშვილს ბრიუსელში გადასცეს და რომლის პასუხს ევროკავშირი ელოდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა