21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, განაჩენს გაასაჩივრებს

რუსი ჯარისკაცი ვადიმ შიშიმარინი ომის დანაშაულისთვის უკრაინის სასამართლოს მიერ გამოტანილ უვადო პატიმრობას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ვიქტორ ოვსიანიკოვი ავრცელებს.

„ეს ყველაზე მძიმე სასჯელია და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გაასაჩივრებს მას. მე სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოვითხოვ “,- განაცხადა ვიქტორ ოვსიანიკოვმა.

ცნობისთვის, რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, უკრაინის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 21 წლის ვადიმ შიშიმარინს რუსეთის უკრაინაში შეჭრისას შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს