დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია 21 წლის ჯარისკაცის ბედით, რომელსაც უკრაინაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი "შეშფოთებულია" რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის ბედით და შეეცდება მისთვის დახმარების გაწევის გზების გამონახვას.

”რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენი მოქალაქის ბედით. არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, დავიცვათ მისი ინტერესები ადგილზე, რადგან უცხოური ინსტიტუტები კიევში რეალურად არავითარ საქმიანობას არ ახორციელებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სხვა არხებით მცდელობის შესაძლებლობას“,- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსი სამხედრო, 21 წლის ვადიმ შიშიმარინი უკრაინის სასამართლომ 62 წლის სამოქალაქო პირის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა