ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ქალაქ დესნაზე თავდასხმის შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ გასულ კვირას ქალაქ დესნაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 87 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩერნიგოვის რეგიონში მდებარეობს, სადაც ყაზარმები და სამხედრო ბაზაა. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუდასტურებია, გარდაცვლილები სამხედროები არიან თუ სამოქალაქო პირები.

„დღეს, ჩვენ დესნაში მუშაობა დავასრულეთ. დესნაში, ნანგრევების ქვეშ იყო 87 გარდაცვლილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, აქამდე ერთი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რიცხვი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმისას დაფიქსირდა, სადაც 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი