ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ

Reuters-ის ინფორმაციით, ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ, რის შესახებაც ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციის ჩათვლით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი ასევე ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყოს.

„საბოლოო ჯამში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, არ უნდა დარჩეს ეკონომიკური კავშირები ევროკავშირსა და რუსეთს შორის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არც ერთმა ჩვენმა ფინანსურმა რესურსმა, პროდუქტმა ან მომსახურებამ, რუსეთის ომის მანქანას ხელი არ შეუწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა