პარლამენტი 24 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილებაზე იმსჯელებს

პარლამენტი 24 მაისის პლენარულ სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილებაზე იმსჯელებს.

კანონის პროექტს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილებას თავად საკრებულო ცნობს. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის სადეპუტატო უფლებამოსილება სწორედ საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან იწყება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, მე-11 დღიდან დაიკავებს.

"საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო