გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშალოს.

ოპოზიციონერი ლიდერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში დასმულ კითხვას გამოეხმაურა, თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება?!

"სამწუხაროდ „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უარი მივიღოთ. კობახიძემ ოპოზიციას კითხვა დაგვისვა - რას არ აკეთებს?! რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ"?! მე კითხვებს ჩამოვთვლი და ამ კითხვებიდან ჩანს, თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება.

რატომ არ ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას?! რატომ არ ამბობს უარს სასამართლოში უკანონო მართლმსაჯულებაზე?! რატომ არ აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს?! რატომ არ ამბობს უარს „სუს"-ის, როგორც პოლიტიკური პოლიციის მექანიზმზე, რომელიც აქვს ქვეყანაში?! რატომ ესხმის თავს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩებს?! რატომ ადანაშაულებს მათ, რომ თითქოს მათ ჩვენი ქვეყნის ომისკენ წაქეზება სურთ?! რატომ უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფო ინტერესებს?! რატომ ამბობს, რომ ვიღაც აშანტაჟებს?! გავაგრძელო?! ამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი ბატონმა კობახიძემ. ზუსტად ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული კამპანია, რომელშიც „ქართული ოცნება" არის ჩართული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა