დიდმა ბრიტანეთმა და ლიეტუვამ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად

დიდმა ბრიტანეთმა და ლიეტუვამ, ორმხრივი ურთიერთობების 100 წლის აღსანიშნავად, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ოფიციალური ვილნიუსი რუსეთის წინააღმდეგ დგომისთვის შეაქო.

„დიდი ბრიტანეთი და ლიეტუვა არის ორი ქვეყანა, რომელთაც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სჯერათ და რომლებიც ეწინააღმდეგებიან ავტორიტარულ რეჟიმებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ რუსეთის უკანონო, ბარბაროსული ომის წინაშე“, - აღნიშნა ტრასმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დეკლარაცია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას დაეფუძნება, რომელსაც ორი ქვეყანა, როგორც ნატოს მოკავშირეები იზიარებენ.

მათივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ წინააღმდეგობასაც გაზრდის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს