რუსეთის დუმის კომისიის თავმჯდომარემ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული და აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან, მათ შორისაა საქართველოც

რუსეთის დუმის კომისიის თავმჯდომარე დუმას უცხოური მედიის წინააღმდეგ კანონპროექტს სთავაზობს.

რუსეთის დუმის რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის გამოძიების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვი დარწმუნებულია, რომ რუსული მედიის დისკრიმინაციისთვის სარკისებული ზომების შესახებ კანონპროექტი გახდება პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრულ ქმედებებზე. ამის შესახებ dumatv-ი იუწყება.

მისივე თქმით, უკანასკნელი ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ გაცილებით აგრესიულად რუსეთის მედიის წინააღმდეგ იქცევიან ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი. მათ შორის ლიდერები არიან ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.

პისკარიოვის თქმით, კანონპროექტი სარკისებური ზომების შესახებ, რუსულ მედიის დისკრიმინაციაზე, იქნება ადეკვატური პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარი ეხება უარს აკრედიტაციაზე ოფიციალური ღონისძიებების დროს და დაბრკოლების შექმნას საბანკო მომსახურებისას, ასევე მაუწყებლობის შეწყვეტას, საზღვარზე დაკავებას და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დაკავებას და დაპატიმრებას.

„ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ მოხდეს უცხოური მედიის ლიცენზიისა და რეგისტრაციის გაწვევა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაავრცელებენ მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, ეს ადეკვატური და მკაცრი პასუხია, მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და ცივილურად გამოიყურება, ვიდრე ის საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს“ , - განაცხადა პისკარიოვმა.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია