ლოიდ ოსტინი - დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს Harpoon -სა და მის გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფთან მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიის, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ Harpoon -ს რაკეტებსა და გამშვებ დანადგარებს გადასცემს უკრაინას სანაპიროს დასაცავად“, - განაცხადა ოსტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ განაცხადა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ბევრი ქვეყანა კრიტიკულად აუცილებელ საარტილერიო შეიარაღებას, ტანკებსა და სხვა ჯავშანტექნიკას გადასცემს.

თავდაცვის მდივნის თქმით, დღევანდელ შეხვედრაში 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდა, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ალექსეი რეზნიკოვი.

ოსტინის ინფორმაციით, ჯგუფს პირველად შეუერთდნენ მინისტრები ავსტრიიდან, ბოსნიიდან, კოლუმბიიდან და კოსოვოდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო