რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრემიერზე - ჩემთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც მიცოტაკისია, მე მას არ შევხვდები

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისია.

„ჩვენ შევთანხმდით, არ ჩავრიოთ მესამე ქვეყნები ჩვენს დავაში. ამის მიუხედავად, გასულ კვირას მან აშშ-ში ვიზიტის დროს ილაპარაკა ყველაფერი, რისი ლაპარაკიც შეიძლებოდა თურქეთის წინააღმდეგ და მათ მოუწოდა, თურქეთს F-16-ები არ მიჰყიდონ. წელს ჩვენ ვგეგმავდით სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვას, მაგრამ ჩემთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც მიცოტაკისია, მე მას არ შევხვდები“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ F-16 ტიპის თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიცოტაკისის სიტყვებზე დაყრდნობით არ მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო