იაპონიის პრემიერი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე - ჩვენ არასდროს, არასდროს უნდა დავუშვათ მსგავსი ინციდენტი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში ცალსახად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. ჩვენ არასდროს, არასდროს დავუშვათ მსგავსი ინციდენტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ „ქუადის“ შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც აშშ-ის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს.

მისი თქმით, უკრაინაში ომი ხაზს უსვამს „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის“ საჭიროებას.

„სასტიკი რეალობის გამო, ძალზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას ოთხი ქვეყნის სოლიდარობა და ჩვენი მტკიცე ვალდებულება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საერთო ხედვის მიმართ,“- განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა