გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღეში მიაღწევს

ევროკავშირი ახლოს არის რუსეთის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმების მიღწევასთან, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ მივაღწევთ გარღვევას რამდენიმე დღეში”, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. ამასთან, მისი განმარტებით, ემბარგოს დაწესება რუსეთს მაშინვე არ დააზარალებს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც. რობერტ ჰაბეკმა თქმით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მსჯელობენ.

ცნობისათვის, რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40%-ს და იმპორტირებული ნავთობის 27%-ს აწვდის, რისთვისაც ევროკავშირი ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 400 მილიარდ ევროს უხდის.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს