07.07.2025 / 08:38
რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში - ზელენსკის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ პრეზიდენტის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

”ეს ნამდვილად არის პიარის მცდელობა. ადამიანებს არ ესმით, რომ სამიტის მოლაპარაკებები საფუძვლიანად უნდა მომზადდეს და დღის წესრიგი ორივე მხრიდან უნდა იყოს შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი საჭირო არ არის. მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვიტავს. გარკვეული კონტაქტები ხორციელდება და უკრაინელებისგან ცოტა ხნის წინ წარდგენილ წინადადებებზე გარკვეულ პასუხებს ველით,“- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის მხრიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად არის მზად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს