ფილიპინების პრეზიდენტი - ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ვხოცავთ ადამიანებს, მაგრამ მე ბავშვებსა და მოხუცებს არ ვკლავ

ფილიპინების მოქმედი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე ვლადიმერ პუტინს უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის აკრიტიკებს. როდრიგო დუტერტეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას და პუტინს მკვლელებს უწოდებენ, ისინი განსხვავებულები არიან.

”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს. ის, რაც ხდება რუსეთსა და ამერიკაში, განსხვავდება იმისგან, რაც აქ ხდება,“- აღნიშნა როდრიგო დუტერტემ.

მან ფილიპინებში რუსეთის საელჩოს მოუწოდა, მისი გზავნილი პუტინს გადასცენ და აღნიშნა, რომ უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოების დაცვა პუტინის ვალდებულებაა.

„რუსეთის საელჩო, მე არავისთან არ ვაპირებ კამათს. მე ვთქვი, რომ პუტინი ჩემი მეგობარია, მაგრამ თქვენი მორალური ვალდებულებაა, იზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, უდანაშაულოები, ბავშვები, მოხუცები, ქალები, ისინი ძალიან დაუცველები არიან,“- აღნიშნა ფილიპინების მოქმედმა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა