კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, რატი შურღაიას ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ რატი შურღაიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„38 წლის რატი შურღაია, უკრაინაში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა, უკრაინის სამხედრო ძალებში ჩაეწერა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. რუსულ არმიასთან შეტაკების დროს, ორჯერ განუვითარდა კონტუზია, მძიმედ დაიჭრა თავისა და გულმკერდის არეში. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილის ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და 15 მაისს, უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან დაიღუპა.

რატი შურღაიას, დღეს, მახათას საქალაქო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში, რუსეთთან ომში, 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა