მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა, მარიანა კერპეეკმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩხრეკის პროცესი იგორ დოდონის თანდასწრებით განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგორ დოდონი, რომელიც სახელმწიფო ღალატში, კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და კრიმინალური ორგანიზაციისგან პოლიტიკური დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი, 72 საათით დააკავეს.

























