შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება

პარლამენტმა ზოგადი პრინციპების დონეზე საქართველოს „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღს ეხება.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს აღნიშნული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს დაიკავებს.

„საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას წარმოადგენს.

აღნიშნული წესი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არჩეულ მერებზე ვრცელდებოდა.

პარლამენტმა, ასევე, თანმდევი კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო