ანდჟეი დუდა გერმანიის მთავრობას - თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის შესახებ პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.

დუდას თქმით, ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რაც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინისთვის გადაცემული ტანკების შედეგად გამოწვეულ დანაკლისს შეუვსებდა.

"თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, თუ მივიღებდით მათ ჩანაცვლებას გაცვლის სახით, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა დუდამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო