დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით გარკვეული იურიდიული შეუსაბამობებია

რუსეთი არ დგამს და არ გადადგამს არავითარ ნაბიჯებს, რომლებიც დაკავშირებულია რეფერენდუმთან, რის შესახებ „სამხრეთ ოსეთში“ მსჯელობა მიმდინარეობს - ამ საკითხში არის გარკვეული იურიდიული შეუსაბამობები. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუკი ამას სერიოზულად მივუდგებით, მაშინ საჭიროა მაინც იურიდიულად მოხდეს საკითხის დამუშავება. ვინაიდან, თუკი სწორად გვესმის, რეფერენდუმისთვის იურიდიულად ფორმულირებულია კითხვა: როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდიულად, ეს გარკვეულწილად, კაზუსია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, როგორ უყურებენ კრემლში „სამხრეთ ოსეთის“ ინიციატივას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

მისივე განმარტებით, თუკი საკითხი დგება „გაერთიანებაზე“, გამოდის, რომ საუბარია მესამე სახელმწიფოს შექმნაზე. „რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“.

„ამიტომ, ცხადია, საჭიროა იურიუდიულად დაფიქრება ფორმულირებაზე. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ ამ თემაზე, რომ რუსეთის მხრიდან არავითარი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში, არ გადადგმულა და არც იგეგმება“, - განაცხადა პესკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს