უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყანაში ახალი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. უნგრეთი ამ ომის მიღმა უნდა დარჩეს და მან ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება უნდა დაიცვას. ეს მოითხოვს მანევრირებისთვის ადგილს და დაუყოვნებლივ მოქმედებას”, - აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთავრობას უნგრელი ხალხის დასაცავად, "დაუყოვნებლივ და ყველა სიტუაციაში" რეაგირების მოხდენის საშუალებას მისცემს.
უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა კოვიდპანდემიის საპასუხოდ უკვე შემოღებული იყო. მას ვადა მომავალ სამშაბათს ეწურებოდა.

























