ტეხასის შტატში, დაწყებით სკოლაში სროლა იყო - დაიღუპა 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი

ტეხასის შტატში, დაწყებით სკოლაში სროლა იყო - დაიღუპა 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ამის შესახებ გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა.

ამერიკული მედიის ცნობით, სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. 13 ბავშვი საავადმყოფოში "სასწრაფო დახმარების მანქანებით ან ავტობუსებით" გადაიყვანეს.

ასევე გარდაცვლილია თავდამსხმელი, 18 წლის მამაკაცი. როგორც მედია წერს, ის პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

გამოძიების პროცესში ჩართულია გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI). დაწყებით სკოლაში ხუთიდან თერთმეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობდნენ.