თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შესახებ ბრიფინგს გამართავს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შესახებ ბრიფინგს გამართავს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ ეცნობა.

მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს რეგულარულად მიაწვდიან განხორციელებულ თავდასხმაზე ინფორმაციას.

„პრეზიდენტი ლოცულობს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის. ის დღეს საღამოს, როდესაც თეთრ სახლში დაბრუნდება, განცხადებას გააკეთებს“, - დასძინა ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. პოლიციის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 18 წლის თავდამსხმელიც.