მედია - მოლდოვის  პრო-რუსი ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრო-რუსი პრეზიდენტი და ამჟამად პრო-კრემლისტური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, აღნინშული, სავარაუდოდ, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთებას გამოიწვევს.

დოდონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტს მაია სანდუს ქვეყნაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეთითხნილია”, - დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, მოლდოველმა სამართალდამცველებმა დოდონის სახლში ჩხრეკა სხვა ბრალდებებთან ერთად, კორუფციასა და ღალატთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო