ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

მისი ინფორმაციით, ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს.

იაპონიის სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ სულ მცირე ორი ჭურვი, რომელიც სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტაა, ზღვაში ჩავარდა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ნობუო კიშის ინფორმაციით, პირველმა რაკეტამ დაახლოებით 300 კმ, მეორემ კი - 750 კმ იფრინა.

თავდაცვის მინისტრმა რაკეტების გაშვებას "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ მსგავსი ქმედება "ემუქრება იაპონიისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას".