დმიტრო კულება - ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთს ეყოს გამბედაობა, ძალის გამოყენებით მოხსნას რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ძალის გამოყენებით გადაწყვიტონ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადის საკითხი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება დმიტრო კულებამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„თუ ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ ახლა რატომ გახსნიან ისინი შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, რომ ეს საკითხი ძალის გამოყენებით გადაწყვიტონ“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

„ხელიც რომ მოაწერონ გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფილი იქნება. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაარღვიონ შეთანხმება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა