სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი - თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთია

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელის დროს საუბრისას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მკვეთრი გაფრთხილებით აღნიშნა თავისი ქვეყნის მომავალზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთია. მათ (უკრაინამ) უნდა გაიმარჯვონ“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა.

როგორც CNN-ი იუწყება, ჰეგერმა ევროსაბჭოს წევრები იმის გამო, რომ ზედმეტად არიან რუსულ ენერგიაზე დამოკიდებული, გააკრიტიკა. მან ლიდერებს მოუწოდა, რუსეთთან ურთიერთობისას „კომპრომისები შეწყვიტონ“.

„ჩვენ, დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენს ფასეულობებს იაფ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე ვცვლიდით. პუტინთან კომპრომისებმა გამოიწვია ომი უკრაინაში, აგრესიული ომი, ხალხი იღუპება. უკრაინელები ჩვენი ღირებულებებისთვის თავიანთ სისხლს ღვრიან“, - განაცხადა ჰეგერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს