რუსეთის პარლამენტმა სამხედრო სამსახურში ზედა ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურში ზედა ასაკობრივ ზღვარს აუქმებს.

კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ ერთ სესიაზე სამი მოსმენით დაამტკიცა, ამის შემდეგ კი მას მხარი ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში დაუჭირეს.

კანონპროექტს ხელი ახლა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა მოაწეროს.

„დღეს განსაკუთრებით გვჭირდება შეიარაღებული ძალების გაძლიერება და თავდაცვის სამინისტროსთვის დახმარების გაწევა. ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიმარჯვონ“, - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა ომის დაწყებიდან დღემდე 29 450 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა