ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს "განაჩენს გამოუტანენ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, იქამდე ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ჩაბარდნენ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, კიევთან პატიმრების გაცვლის შესახებ განხილვა "ნაადრევი" იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს "განაჩენს გამოუტანენ".

"მანამდე, ყოველი საუბარი გაცვლაზე ნაადრევია", - განაცხადა რუდენკომ

აღნიშნული განცხადება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც აღნიშნა, რომ კიევი პატიმრების გაცვლისთვის მზად იყო და საერთაშორისო პარტნიორებს მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც რუსულმა ძალებმა მარიუპოლზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა