ირაკლი ქარსელაძე - 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის ყველა ქალაქს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება

მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

დამატებით, 2022 წელს 350 მილიონი ლარის პროექტები დაიწყება, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა ექნება.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში წარმატებით ავაშენეთ. ასევე, გუდაურსა და მარნეულში გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობის, პროცესი დაწყებულია და ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის ისტორიულ პროექტზე სამუშაოები დაიწყება.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, 20 კმ მაგისტრალისა და 200 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 44 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 260 მილიონი ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა