პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქმიანობას აქტიურად აგრძელებს.

მათივე ცნობით, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ და ნდობის ჯგუფის წევრებმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

„ნდობის ჯგუფის ფორმატში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ სხდომაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს მოვუსმინეთ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების და იმ ფინანსური ასპექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ აქტივობებს უკავშირდება, რომლებიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს.

სხდომაზე, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მოვუსმინეთ. მათ უწყების საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა