გერმანიის პრეზიდენტი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში, გაიყვანეთ თქვენი ჯარი და ნუ ამბობთ უარს პირდაპირ და სერიოზულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ზელენსკისთან

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
„პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტეთ ომი“ , - მიმართა პუტინს შტაინმაიერმა.
„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში! გაიყვანეთ თქვენი ჯარი! და ნუ ამბობთ უარს პირდაპირ და სერიოზულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ზელენსკისთან“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინის დამპყრობლური ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინის ხალხს.
"იმის გამო, რომ უკრაინის საზღვაო პორტებში დაბლოკილია, მილიონობით ტონა ხორბალი, მსოფლიო ფასი ხორბალზე გაიზარდა",- აღნიშნა მან.

























