ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და აშშ-მა ერთობლივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება

ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და აშშ-მა ერთობლივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროკავშირთან ერთად ახალ ერთობლივ ჯგუფს აყალიბებს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისა და სხვა დანაშაულებების დოკუმენტირებაში დაეხმარება.

ბლინკენის თქმით, ახალი მექანიზმი, სახელწოდებით „სასტიკ დანაშაულებზე მრჩეველთა ჯგუფი“ სტრატეგიულ რჩევებსა და ოპერატიულ დახმარებას უზრუნველყოფს უკრაინის გენერალური პროკურორისადმი, რომელიც ომის დანაშაულების სამართლებრივ დევნას ახორციელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, აღნიშნული მექანიზმი ასევე გაზრდის დაფინანსებას იმ საერთაშორისო პროკურორებისა და ომის დანაშაულების სხვა ექსპერტების გუნდის მიმართ, რომლებიც უკრაინაში უკვე იმყოფებიან.