ავღანეთში ოთხი აფეთქება მოხდა, დაღუპულია მინიმუმ 12 ადამიანი

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფსა და დედაქალაქ ქაბულში მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ასაფეთქებელი მოწყობილობები, მიკროავტობუსში იყო დამონტაჟებული, მეჩეთში კი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები საღამოს ლოცვას ესწრებოდნენ.
ამასთან, აფეთქებების სერიის შედეგად დაშავდა მინიმუმ 25 ადამიანი.
მაზარ-ი-შარიფში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

























