რუს ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემია მიენიჭა

უკრაინელი წარმოშობის რუს ჟურნალისტს, მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მოაწყო, შემოქმედებითი განსხვავებული აზრისთვის ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ოვსიანიკოვამ ჯილდო რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილ უკრაინელებს მიუძღვნა.

ჯილდო შემოქმედებითი განსხვავებული აზრისთვის ადამიანის უფლებათა ფონდმა (HRF) დააწესა და გადაეცემა მათ, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია გუშინ, ოსლოში გაიმართა.

შეგახსენებთ, რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა საინფორმაციო გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით „არა ომს“ შევიდა. მას რუსულმა სასამართლომ 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა