ვლადიმერ პუტინმა და მარიო დრაგიმ სასურსათო კრიზისის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და მარიო დრაგიმ სასურსათო კრიზისის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ოფიციალური რომი აცხადებს, ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი ღარიბ ქვეყნებზე გავლენა განიხილეს.

ოფიციალური მოსკოვი კი აღნიშნავს, რომ პუტინმა დრაგის განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის.

კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააგრძელოს გაზის უწყვეტი მიწოდება იტალიაში.