მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეეფარდა

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს 30 დღით შინაპატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებული მიიჩნევს, რომ მისი საქმის გამოძიებას 53 პროკურორი აწარმოებს, რომლებიც ამერიკის საელჩოს დაქვემდებარებაში არიან.
დოდონმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, პრეზიდენტ მაია სანდუს დაკვეთით ხორციელდება.
„ძალიან ცუდია იმის მოსმენა, რომ მე სამშობლოს ვუღალატე მათგან, ვინც თავად აქ ნატოს იწვევს“ , - განაცხადა დოდონმა.
ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა იგორ დოდონი 72 საათიანი ვადით პასიური კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ მისი პარტიის დაფინანსებას.
მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და საძიებო ღონისძიებები.

























