ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შესთავაზა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს თეირანმა უმასპინძლოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ გასულ კვირას მან თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შესთავაზა ოფიციალურმა თეირანმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
ირანის პირველმა დიპლომატმა ეს განცხადება დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ირანი მხარს უჭერს დიალოგსა და დიპლომატიას და დასძინა, რომ უკრაინაში კონფლიქტი "აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციული ქმედებებით" იყო გამოწვეული.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა კრემლის პროვოცირება მოახდინა რეგიონში მათი სამხედრო ყოფნის გაფართოები მიზნით.

























