ხარკოვში რუსული დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ხარკოვში რუსული დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში რუსული დაბომბვის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი თვის ჩვილი. დაშავებულია 17 ადამიანი.

კიდევ სამი დაიღუპა, თავდასხმების შედეგად, ქალაქ ლისიჩანსკში და მის შემოგარენში.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ 64 და 82 წლის ორი მამაკაცი დაიღუპა ქალაქ ბალაქლიაზე რუსეთის მიერ მიტანილი საჰაერო იერიშისას და დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგონა.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ მცდელობას ფეხი მოიკიდონ სევეროდონეცკის რაიონში.