შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰალილ ეთიემეზსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში და მიესალმნენ ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ თანამშრომლობაზეც. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული მშვიდობის განმტკიცებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა