სალომე სამადაშვილი - მთავრობის წევრებთან ჩემი შეკითხვაა, უნდა აიღოს თუ არა განაცხადის  წარუმატებლობის შემთხვევაში  „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა და პრემიერ-მინისტრიანად მთელი მთავრობა გადადგეს?

შეკითხვა მექნება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პრემიერთან, მიიჩნევენ თუ არა, რომ განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრიანად უნდა გადადგეს?,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში მთავრობის 4 წევრის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენის თაობაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადის წარმატებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„მთავარი შეკითხვა არის, თუ რა მოლოდინი არსებობს ხელისუფლების მხრიდან განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და თუ ამ სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, გვაინტერესებს, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, განაცხადის წარმატების შანსებს აზიანებს მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ კიდევ ერთი გაფრთხილება ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტისგან მიიღო, რომლის 26 მაისის მისალოც განცხადებაში ჩანს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ის საქართველოსგან განსხვავებულ პოზიციას ელოდება.

„საუბარი იმაზე არ არის, უერთდება თუ არა სანქციების რეჟიმს, საუბარია იმაზე, რომ ის თავს ესხმის ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას. მიზანმიმართულად და მრავალჯერ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ საქართველო არ უნდა გახდეს შავი ხვრელი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა