შალვა პაპუაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება, სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ფესვებთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება, სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია. გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამშობლოსთან მათი კავშირის აღდგენა-შენარჩუნება და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან“ - ეს სიტყვები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ყველა თქვენგანის, ყველა ჩვენგანის ფესვები აქ - საქართველოშია. ჩემთვის ახლობელია ათასობით კილომეტრს მიღმა, სამშობლოსგან მოწყვეტილი, მაგრამ მასზე მუდამ მოფიქრალი, საკუთარი კულტურის, რწმენის, ადათ-წესების, სტუმარ-მასპინძლობის არდავიწყება. ეს სულიერი კავშირი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. მოხარული ვარ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში უკვე შესაძლებლობა გვაქვს, პირადად შევხვდეთ ერთმანეთს და ეს ფორუმი გაიმართოს პირადი კონტაქტის ფორმატში.

დიასპორის ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა დიასპორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის, სხვადასხვა საკითხზე მათი ხედვებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამშობლოსთან მათი კავშირის აღდგენა-შენარჩუნება და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ჩვენს კონსტიტუციაში და ამაში ქალბატონ პრეზიდენტსაც მისი წვლილი მიუძღვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესთან ერთად და დიასპორის პოტენციალი საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობის კუთხით საკმაოდ დიდია.

,,თქვენ ხართ საქართველოს სახე, აკავშირებთ საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყანას, იზიარებთ ორ კულტურას, ორი ქვეყნის ღირებულებებს, ხელს უწყობთ ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ამიტომ თქვენ განსაკუთრებული მისია გაქვთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისთვის. საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესთან ერთად. დიასპორის პოტენციალი საკმაოდ დიდია ქართული და ევროპული ღირებულებების თანხვედრის წარმოჩენისა და საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობის კუთხით. გვჯერა, რომ ღირსეულად გაიტანთ სამშობლოს სახელს, უცხოელებსაც აზიარებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მდიდარ ისტორიას და კულტურას.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ფესვებთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია. გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის თანადგომას დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ასევე, სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის და არსებულ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავების საქმეში. ამ მხრივ თქვენი ჩართულობის, იდეების და ინიციატივების იმედიც გვაქვს. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვას და მათი ინტერესების დაცვას. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა