პარლამენტის პლენარული სხდომა ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციით განახლდა

პარლამენტის პლენარული სხდომა ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციით განახლდა.

ლევან დავითაშვილის მიმართ, ინტერპელაციის წესით, კითხვები ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ გაგზავნა. კითხვები ინფლაციას, საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და ომის გავლენებს ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის საინტერპელეციო შეკითხვები ასეთია:

. ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რა გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?

. როგორია მოლოდინები და რა ხედვები აქვს საქართველოს მთავრობას?

. რა კეთდება და რა ტიპის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ეკონომიკის სტიმულირებისათვის?

ამასთან, რიგით მეოთხე მინისტრი, რომელიც დღეს, 21:00 საათისათვის პარლამენტში მივა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ბრეგაძისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე - რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) უფლებების დაცვის კუთხით და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს?

ინტერპელაციის პროცედურით პარლამენტმა უკვე მოუსმინა საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მთავრობის წევრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, დებატების გამართვას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა